www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2019-08-24
ნუგზარ ლემონჯავას სახელობის ტურნირი ფეხბურთში
24 აგვისტოს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო, ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. საფეხბურთო ტურნირში ხობის „კოლხეთის“, ფოთის „კოლხეთის“, „სამტრედიის", სენაკის „ქუჯის", ხონის, ოზურგეთის, ზუგდიდის სასპორტო სკოლების და დინამოს აკადემიის (მარტვილი) ნორჩი ფეხბურთელები მონაწილეობენ. 
 სპორტული ღონისძიების ორგანიზატორები სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაცია და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთი“ არიან. 
 ფინალური შეხვედრები (16 და 17 საათზე) და დაჯილდოების ცერემონია 29 აგვისტოს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.
2019-08-22
„გლობალური დათბობის კამპანია - შესაძლებლობა შევცვალოთ მომავალი“

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროექტი „გლობალური დათბობის კამპანია - შესაძლებლობა შევცვალოთ მომავალი“ გააცნეს. პროექტი მცირე მასშტაბის სადემონსტრაციო პროექტების მხარდაჭერის გზით, სამიზნე ადმინისტრაციულ ერთეულებში (პირველი მაისი, თორსა-დღვაბა და ხამისკური) თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო ტექნოლოგიების და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას და კლიმატის ცვლილებებთან (შერბილება და ადაპტაცია) დაკავშირებით მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს. ცენტრი აღნიშნულ პროექტს გაეროს მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით ახორციელებს. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერიის, საკრებულოს, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია „თოლისკურის და ეკო კლუბის წევრები ესწრებოდნენ.

Facebook

2019-08-21
საჯიჯაოში ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

✔ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზუბში შლამისა და ნატანი მასისგან იწმინდება ღელე ოკურჩხალე, ხოლო საშეროზიოს უბანში ხიდბოგირის აღდგენა მიმდინარეობს
✔საშეროზიოს უბანში მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს
✔ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 90629 ლარამდე დაიხარჯება
✔პროექტები ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება.

Facebook

2019-08-20
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის, ზემო ქვალონის და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები სამეგრელო-ზემო სვანეთის სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს. ზემო ქვალონში 4.4 - კილომეტრიანი და საჯიჯაო-ახალი ხიბულის დამაკავშირებელი 4-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა (სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება). ხოლო, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით შუა ხორგა-გამოღმა შუა ხორგა-ქარიატის დამაკავშირებელი 7-კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 6487000 ლარს შეადგენს.
facebook

2019-08-19
გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს

19 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დეკანოზმა ილია ლომაიამ სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა. საზეიმო ღვთისმსახურებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.

Facebook

2019-08-17
ხობში ცენტრალური პარკი გაიხსნა

ქალაქ ხობში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ცენტრალური პარკი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. პარკის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. პროექტის შესაბამისად მოეწყო ველობილიკი, საფეხმავლო ზოლები, „ლაბირინთი“, საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო და საკალათბურთო მოედნები, ჭადრაკის დაფა, დეკორატიული სკამები, ხობის მუნიციპალიტეტის გერბი და განათება. ცენტრალური პარკის მშენებლობაზე 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად განხორციელდა. პარკის გახსნასთან დაკავშირებით კულტურის სახლში მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ხოლო დიდ დარბაზში ფოლკლორული ანსამბლების, ჯგუფ „1/4“ და ლინდა ადამიას მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. პარკის მშენებლობის ინიციატორი პარლამენტის წევრი ირაკლი ბერაიაა.
Facebook

 

2019-08-17
კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში

17 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა. ტურნირში ახალსოფლის, საგვიჩიოს, შავღელეს, ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის და ქობულეთის გუნდები მონაწილეობდნენ. საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული ახალსოფლის გუნდი გახდა. ახალსოფლელებმა ფინალში ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი, პენალტების სერიაში 5-4 დაამარცხეს და კობა შუბითიძის სახელობის თასს დაეუფლნენ. ტურნირის ფინალს და დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

Facebook

2019-08-15
გაღმა საჯიჯაოში ახალი ხიდი გაიხსნა

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა საჯიჯაოში ხიდის მშენებლობა დასრულდა. ახალაშენებული ხიდი მოსახლეობასთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. გაღმა საჯიჯაოში ხიდი სტიქიის შედეგად დაზიანდა, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდა. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. გაღმა საჯიჯაოს ხიდის მშენებლობაზე 215 ათას ლარამდე დაიხარჯა.

https://www.facebook.com/pg/%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-300974726632110/photos/?tab=album&album_id=2532723386790555&__xts__%5B0%5D=68.ARBHh2h7b_M9Phs6SCFTEFzXxYFTRCHvKbJNTRlIfu5dHv_Wc6_4MJTtDOFyTTFunAZ9IjroeqNW9i_JVtmXIrLrHscSLMZ8YEhKfbLnPQNPDxvAKnhhPZCaqXLs8y0sPQP5GdMcE5HVV2HlN1RHK_aRxQmNO1n5F8EiU5frQQx9Npqu60Y5TJqkVifiFWf5g4a8-_-_vgUAQFE-j54f0oFUy5ngNxfHe3fXONhsRb0VYimnn0w0V9fq2wsqz8bZL53XnFy_8vH74Id7zWEUtoMZvhYA9qEXz0T5yrFJNoHxIeao-9k9EWQK9A2UQDeYnNOYk3_JYkmDVX-I3-MObd5bErz8s6Q2E5JTtz0Gw1SpZoxZDsz2Zd8RGhpj8QFNLmGGHBxb0YdeRE1-GqP5sH68iHjEeZCMZNQRgEca27wQG498FUJi_bmhOdSjAiwhs9OgQ1NtamPGbyc4Ol0qqO&__tn__=-UC-RFacebook

2019-08-15
ხეთაში სკვერი მოეწყო

✔ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ წინაგოლაში სკვერის კეთილმოწყობა დასრულდა
✔პროექტი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განხორციელდა
✔სკვერის კეთილმოწყობაზე 15327 ლარამდე დაიხარჯა
✔ დასრულებული პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა
✔“სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 2019 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის მიერ შერჩეული, 784 ათასი ლარის ღირებულების 63 პროექტი განხორციელდება.

Facebook

2019-08-14
ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ ადგილობრივებს იმ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია რომლებსაც მთავრობა ახორციელებს. საუბარი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის პროექტებს, თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამას და სოფლის მხარდაჭერის პროგრამას. ადგილობრივებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან დასვეს მათთვის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რომელთა შორის პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ამბულატორიების რეაბილიტაცია დასახელდა. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელი თანხები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში.

Facebook

2019-08-13
საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი ალექსანდრე არჩაია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთში 9 მასწავლებელს სიგელები გადასცა. დაჯილოდებულებს შორის ხობის N2 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ალექსანდრე არჩაიაა. ალექსანდრე არჩაია ხობის საპატიო მოქალაქეა, ფაზისის აკადემიის ნამდვილი წევრი და დამსახურებული მასწავლებლის ტიტულის მფლობელი. მასთან ერთად დაჯილდოებაზე სიგელები ასევე გადასცეს სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლებს: სულიკო ბასილაიას, ნანა კაციტაძეს, ტარიელ გაგულიას, ჯულიტა კვარაცხელიას, დიმონ არახამიას, ელეონორა ჩიქოვანს, ლუარა ჯიქიას და ციური გაბლიანს. ხობის მუნიციპალიტეტის მერია ალექსანდრე არჩაიას და ყველა დაჯილდოებულ მასწავლებელს ულოცავს მათი ღვაწლის კიდევ ერთხელ დაფასებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

2019-08-13
ხობელ მკლავჭიდელთა წარმატებები

ბათუმში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სახელობის ღია პირველობა მკლავჭიდში გაიმართა. ტურნირში საქართველოს უძლიერესი მკლავჭიდელები, მათ შორის 20 მსოფლიო ჩემპიონი მონაწილეობდა. ღია პირველობაში მონაწილეობა ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სასპორტო სკოლის მკლავჭიდელებმაც მიიღეს და ჩემპიონები გახდნენ: (მწვრთნელ-მასწავლებელი კობა თუთბერიძე) I ადგილი - საბა დანელია (55 წ.კგ მარჯვენა მკლავით) I ადგილი - გოგა დანელია (55 წ.კგ მარჯვენა მკლავით) I ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (65 წ.კგ. მარჯვენა მკლავით) II ადგილი - დიტო ბუკია (75 წ.კგ. მარჯვენა მკლავით). გამარჯვებულები თასებით, მედლებით და შესაბამისი დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

Facebook

2019-08-12
წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღე ხობში
12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. „ცოტნეობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, იქ სადაც გადმოცემის თანახმად ცოტნე დადიანია დაკრძალული, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკთან, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსთან, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბასთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. 
წირვის შემდეგ ხობის საკათალიკოსო სასახლეში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე „ცოტნე დადიანი და შოთა რუსთაველი“. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი (დაჩი) ბერაია და გიგა ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალქსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. 
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ ცოტნე დადიანის მემორიალს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს.
ცოტნე დადიანი მშობლებთან ერთად ხობის ეკლესიის ფრესკაზეა გამოსახული, წმინდანად 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შეირაცხა.
2019-08-11
ბაირამობა სოფელ შავღელეში (ვიდეო)

დღეს ყურბან-ბაირამობაა. დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში მცხორებ მუსლიმებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მიულოცა. შავღელეში მდებარე მეჩეთში ყურბან-ბაირამის სადღესასწაულო ლოცვას სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მისი პირველი მოადგილე დავით ფარცვანია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია დაესწრნენ. ყურბან-ბაირამი მუსლიმთა ერთ-ერთი უმთავრესი რელიგიური დღესასწაულია და წინასწარმეტყველი აბრაჰიმის მსხვერპლშეწირვის მოხსენებას ეძღვნება. დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.
Facebook

2019-08-10
ხობში მაჩხომერის გორაზე ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მაჩხომერის გორას შესწავლა მიმდინარეობს, აღმოჩენილი არტეფაქტების მიხედვით ძეგლი მეექვსე საუკუნეს განეკუთვნება. გორაზე აღმოჩენილი იქნა დიდი არქიტეტურული კომპლექსი, რომელიც გალავანის, კოშკებისა და სხვადასხვა ნაგებობებისგან შედგება. ამჟამად ერთ-ერთი ნაგებობის გათხრები მიმდინარეობს. არქეოლოგიურ გათხრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო. არქეოლოგმა რევაზ პაპუაშვილმა ალექსანდრე მოწერელიას დეტალურად გააცნო არქოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები. მაჩხომერის გორაზე აღმოჩენილია ბერძნულ წარწერიანი ქვის ფილები, ასევე აკლდამა რომლის შესწავლაც ამჟამად მიმდინარეობს, გათხრების დროს ასევე აღმოჩნდა 26 მინის ჭურჭელი, აგრეთვე მარმარილოს ფილა, რომელზეც ორი მტრედი და ჯვარია გამოსახული. სახელმწიფო რწმუნებულმა, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეშიც. ცვანეს დიდ დიხაგუძუბაში ანტიკური ხანის ფენის და შუაბრინჯაოს ხანის ხის კონსტრუქციების შესწავლა მიმდინარეობს. აღმოჩნდა, რომ ამ ადგილას ანტიკური ხანის ხის სამლოცველო არსებობდა, რომელიც თიხით იყო გალესილი, შენობა ძლიერი ხანძრის შედეგად განადგურდა. ამ ადგილზე აღმოჩენილია რკინის და ბრინჯაოს ნივთების ფრაგმენტები, ქვის საფქვავების დეტალები, ქსოვისთვის გამოსაყენებელი ნივთები, მოპოვებულია საბერძნეთის სხვადასხვა ცენტრებიდან იმპორტიებული თიხის ნაწარმები. სიახლეს წარმოადგენს გათხრების შედეგად აღმოჩენილი იბერიული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც აქამდე კოლხეთის დაბლობზე აღმოჩენილი არ იყო.

2019-08-09
„ცოტნე დადიანი და ხობის მონასტერი“

ქ. ხობში კულტურის სახლის მცირე დარბაზში „ცოტნეობის დღეების“ ფარგლებში, გაიმართა პროფესორ რევაზ პაპუაშვილის მოხსენება თემაზე „ცოტნე დადიანი და ხობის მონასტერი“. სამეცნიერო კონფერენციაზე პროფესორმა მის მიერ აღმოჩენილ ძველ დადიანთა საძვალეზე, არქიტექტურაზე, ცოტნე დადიანის მოღვაწეობაზე და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებზე ისაუბრა. ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ.

facebook

2019-08-09
პირველობა მაგიდის ჩოგბურთსა და ნარდში გაიმართა

ქ. ხობის კულტურის სახლის ფოიეში პირველობა მაგიდის ჩოგბურთსა და ნარდში გაიმართა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ. მაგიდის ჩოგბურთში გოგონათა შორის III ადგილზე გავიდა მეგი უბილავა, II ადგილზე - ლალი კვარაცხელია, ხოლო I ადგილი მარიამ კონჯარიამ მოიპოვა. ვაჟთა შორის III ადგილი მოიპოვა ნოდარ გულუამ, II ადგილი - გიორგი გერგაიამ, ხოლო I ადგილოსანი ედიკა არჯევანიძე გახდა. ნარდში პირველობაზე III ადგილი - ელგუჯა ქარდავამ, II ადგილი - იგორ ჟველიამ, ხოლო I ადგილი კუკურ ქაჯაიამ მოიპოვა. შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა. გამარჯვებულები სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

Facebook

2019-08-08
აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა

ხობის მუნიციპალიტეტში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 9 ხობელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი. სამშობლოს ერთიანობას - გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სიცოცხლე შეეწირა. ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში, მღვდელმა კირიონ დარასელიამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთათვის პანაშვიდი გადაიხადა. მემორიალთან, რუსული აგრესიის ამსახველი ფოტონამუშევრების გამოფენა და გოგა ჭითანავას ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის - „სამშობლო, როგორც უფალი...“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი, ჟურნალისტი მზეკო ჟვანიაა, ხოლო გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგრაფ ირაკლი შონიას ნამუშევრები.

Facebook

2019-08-08
გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში

8 აგვისტოს, ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ხეთის (ცენტრი) გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში „ხამისკური“, ანგარიშით 5-1 დაამარცხა. ხოლო მესამე ადგილი ხეთის (სატურას) გუნდმა დაიკავა ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ. ფინალურ მატჩს, გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ. სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

Facebook

2019-08-07
თორსაში ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა (ვიდეო)
✔ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
✔ პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განხორციელდა
✔ბაღის რეაბილიტაციაზე 24 571 ლარამდე დაიხარჯა
✔კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა
  ✔ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სწავლას კეთილმოწყობილ ბაღში გააგრძელებენ.
Facebook

2019-08-07
მერმა დასრულებული პროექტები დაათვალიერა
✔ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ საგვიჩიოს და ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
✔საგვიჩიოში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მოეწყო რკინის ცხაური და მილხიდი
✔ჭალადიდში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შემოიღობა სასაფლაო
✔სასაფლაოს შემოღობვაზე - 51942, ხოლო ცხაურის და მილხიდის მოწყობაზე - 15188 ლარამდე დაიხარჯა.
facebook
2019-08-06
პატარა ფოთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 15235.10 ლარს შეადგენს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განხორციელდა. საბავშვო ბაღში მოწესრიგდა სველი წერტილები, სამზარეულო და პროდუქტის შესანახი ოთახი. საბავშვო ბაღში განხორციელებული სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა.

Facebook

2019-08-06
შუა ხორგის სკოლაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

✔ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა მიმდინარეობს
✔სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო
✔ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე იქნება ადაპტირებული
✔პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 44131 ლარს შეადგენს
✔პარალელურად, მუნიციპალიტეტის 9 სკოლაში მიმდინარეობს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები
✔საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის 530 ათასი ლარი გამოეყო.
Facebook

2019-08-05
ხამისკურში სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს (ვიდეო)
✔ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობა მიმდინარეობს
✔საკუკაოს უბანში მოეწყობა გაბიონი და აშენდება ორი ხიდი, ხოლო ზემოსაფარცვანიოში - ასევე მოეწყობა გაბიონი
✔ხამისკურში მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა
✔ოთხი ობიექტის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 53414 ლარამდე დაიხარჯება
✔პროექტები ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება.
Facebook
 

2019-08-04
საერთაშორისო ტურნირზე ხობელი ნუგზარ წურწუმიას კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის პოლონეთის საერთაშორისო ტურნირი 55 კგ. წონით კატეგორიაში ხობელი ნუგზარ წურწუმიას გამარჯვებით დასრულდა. ხობელმა ფალავანმა ფინალურ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელი ელჩინ იბრაგიმოვი 8:0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ფინალში გასვლამდე ნუგზარ წურწუმიამ ნახევარფინალში თურქი მეტოქე სერდარ ჩანკაია 10:0 დაამარცხა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
2019-08-02
მერი ქარიატაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო (ვიდეო)

✔ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩამორეცხილი მიწის ვაკისის აღდგენა მიმდინარეობს
✔პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს
✔მოეწყობა ქვაყრილის დამბა და ნაპირდამცავი გაბიონი
✔პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 345 ათას ლარს შეადგენს
✔სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო

FACEBOOK

2019-08-01
საჯიჯაოში ნაპირდამცავი გაბიონი მოეწყო

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზენში ხიდის რეაბილიტაცია და ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 47952 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. დასრულებული პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, ედიშერ ფოცხორაიასთან ერთად დაათვალიერა.

facebook

2019-08-01
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - საჯიჯაო

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასახლების კრებებზე მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები განხორციელდა. გაღმა საჯიჯაოში სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე დაიგო ბეტონის საფარი. ჯაპიშაქარში აშენდა მოსაცდელი, მილხიდი და ამოიწმინდა სანიაღვრე არხი. ზუბსა და ზენში მოეწყო გარე განათება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 2019 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის მიერ შერჩეული, 784 ათასი ლარის ღირებულების 60 პროექტი განხორციელდება.

2019-08-01
ხობში აქცია „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ მიმდინარეობს

ხობის კულტურის სახლის ფოიეში სისხლის უანგარო დონორთა აქცია - „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ მიმდინარეობს. აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ მიიღო მონაწილეობა. „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ დონორული სისხლისგან დამზადებული სისხლის კომპონენტებით ამარაგებს, როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილურ კლინიკებს. აქციის ორგანიზატორები „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ და ხობის მუნიციპალიტეტის მერია არიან. აქცია 17:00 საათამდე გაგრძელდება.

facebook