www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2019-05-22
აქცია „ღამე მუზეუმში“

აქციას „ღამე მუზეუმში“ ხობის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული (მეგრული) ხალხური სიმღერის მუზეუმში ღია კარის დღე გაიმართა. მუზეუმის სპეციალისტმა ნანა ჯალაღონიამ მეგრულ ფოლკლორში ქართული ხალხური სიმღერის მოამაგეთა ღვაწლის შესახებ ისაუბრა. ხოლო, ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ეთნოგრაფიული მასალების და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს კულტურის, განათლების და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია  ესწრებოდნენ.
აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.

facebook

2019-05-22
განცხადება

დაგეგმილი საქმიანობის და სახელება: სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ხიბლი“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის  ადმინისტრაციული  ერთეული
დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები
შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს
2019 წლის 31 მაისამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6,
ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
სკრინინგის ანგარიში: http://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/13619

2019-05-22
საქართველოსდამოუკიდებლობისდღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

14-00 სთ.ხობისცენტრალურისტადიონი -საფეხბურთოპირველობის ფინალური მატჩები

18-00 სთ. ხობის კულტურის სახლი - კონცერტი „თბილისური კვარტეტის“ და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით

2019-05-21
სემინარი - „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში,  „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში სემინარი - „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიხსნა. 
  სემინარზე, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი, მიმდინარე გამოწვევები და პერსპექტივები, უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირის დახმარებების პროგრამები და ევრო-ინტეგრაციასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

სემინარის მონაწილეებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ სიტყვით მიმართეს და ევროინტეგრაციის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე ისაუბრეს.
  შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

Facebook

2019-05-20
ხობელმა მკლავჭიდელებმა ევროპის პირველობაზე 12 მედალი მოიპოვეს

საბერძნეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლისა (მწვრთნელ კობა თუთბერიძე) და საქართველოს მკლავჭიდელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა. ევროპის პირველობაზე ხობელმა მკლავჭიდელებმა 12 მედალი მოიპოვეს. I ადგილი - საბა დანელია (მარჯვენა და მარცხენა მკლავი) I ადგილი - საბა ლატარია (მარცხენა მკლავი) I ადგილი - ანრი ბუკია (მარცხენა მკლავი) I ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (მარჯვენა მკლავი) II ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (მარცხენა მკლავი) II ადგილი - გოჩა სიჭინავა (მარცხენა მკლავი) II ადგილი - საბა ლატარია (მარჯვენა მკლავი) II ადგილი - დიტო ბუკია (მარჯვენა მკლავი) III ადგილი - გოჩა სიჭინავა (მარჯვენა მკლავი) III ადგილი - გოგა დანელია (მარჯვენა მკლავი) III ადგილი - გიგა კოდუა (მარცხენა მკლავი) ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ხობელ მკლავჭიდელებს ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე მოპოვებულ წარმატებას.

Facebook

2019-05-17
ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური, პარლამენტის წევრი გიგა ბუკია,  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია,  ფონდ ,,ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი და მერი, გოჩა ქაჯაია გაეცნენ.

ორსართულიანი, 60 აღსაზრდელზე გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი  საბავშვო ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

Facebook

2019-05-17
ათინათის“ წარმომადგენლებმა კვლევების პრეზენტაცია გამართეს

17 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბ-ორგანიზაცია - ასოციაცია „ათინათის“ მიერ ჩატარებული კვლევების - „საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ევროინტეგრაციისა და ბიზნესკომპანიების მიმართ“ და „ბიზნეს კომპანიები საქართველოში: დამოკიდებულება, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ“ პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის შედეგების პრეზენტაციას ხობში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

2019-05-17
„სპორტი ბარიერების გარეშე“ - რეგიონული თამაშები

ზუგდიდის სკეიტ პარკში, სპორტული ფესტივალის - „სპორტი ბარიერების გარეშე“ რეგიონული ეტაპის თამაშები გაიმართა.

✅ფრენბურთი I ადგილი - ძველი ხიბულის საჯარო სკოლა (გოგონები)

✅კალათბურთი I ადგილი - ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლა (გოგონები)

✅მინიფეხბურთი II ადგილი - ქ. ხობის N1 საჯარო სკოლა (გოგონები) ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსმა, გიგა გაბელაიამ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა: მურთაზ ხურცილავამ, ლევან ნოდიამ, თამაზ კოსტავამ და ოთარ გაბელიამ მანავის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ საგზურით, თასებითა და მედლებით დააჯილდოვეს. სპორტული ფესტივალი მიზნად ისახავს თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას, მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

2019-05-15
რიონის მიმდებარედ აღკვეთილი შეიქმნება

➡️ ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში რიონის აღკვეთილის შექმნასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
➡️საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის - WWF კავკასიის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია მდინარე რიონის მიმდებარედ დაცული ტერიტორიების შექმნა. 
➡️რიონის აღკვეთილის შექმნის მიზანი ზუთხისებრთა სახეობის დაცვა და აღდგენაა. 
➡️შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე, ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

➡️დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნებზე, კატეგორიებზე, ბიომრავალფეროვნებაზე, დაშვებულ და აკრძალულ საქმიანობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

➡️რიონის აღკვეთილი დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტის, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მოიცავს.

Facebook

 

2019-05-14
ძველ ხიბულაში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები ზაფხულიდან დაიწყება

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათ, სოფლის გაზიფიცირების პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
გაზიფიცირების პროექტის თანახმად, ძველ ხიბულაში, 290 აბონენტია, სამშენებლო სამუშაოები ივლისში დაიწყება და შემოდგომაზე დასრულდება.

✔️ ნათია თურნავას განცხადებით, 2019 – 2021 წლებში 226 დასახლებულ პუნქტში ჩატარდება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 201 მლნ ლარი დაიხარჯება. დასახლებული პუნქტების მესამედი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. გაზიფიცირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში, სადაც გაზიფიცირებული ოჯახების რიცხვი 120 000-ს გადააჭარბებს. მათ შორის იქნება სოფელი ძველი ხიბულაც, რაც ჩვენ გეგმაში თავიდანვე იყო შეტანილი.

✔️ მინისტრის თქმით, გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობისას დაწყებისთანავე ძველ ხიბულას ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად ეწვევიან, რათა სრული კოორდინაცია მოხდეს ფონდ „ქართუსთან,“ რომელიც სოფელში ძალიან მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. „ქართუს“ თანადგომით აქ ძალიან ბევრი რამ კეთდება და ვინაიდან ჩვენც გაზი შემოგვყავს, გვსურს, რომ ყველაფერი ერთიან კომპლექსში იყოს წარმოდგენილი“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განცხადებით, რამდენიმე თვეში ანუ იმ დროისთვის, როცა მოსახლეობას ყველაზე მეტად დასჭირდება სითბო, გაზი უკვე იქნება ოჯახებში შეყვანილი.

✔️ მინისტრი ძველი ხიბულას მოსახლეობას, ასევე ესაუბრა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების პროექტებზე, რომლით სარგებლობაც თითოეულ მოსახლეს შეუძლია.

Facebook

2019-05-14
2019-5-14--44-14_pm
2019-05-14
მეფუტკრე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში მეფუტკრე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, მეფუტკრეებს, მავნებლის წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მექანიკური მეთოდები გააცნეს. მეფუტკრეებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონების მასშტაბით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ფაროსანას აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს, ხოლო იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდა წერტილოვანი შეწამვლები ტარდება. უსაფრთოების წესები დაცვის მიზნით და მეფუტკრეთა ინტერესების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე სადაც საფუტკრეებია განთავსებული შეწამვლითი ღონისძიებები საღამოს საათებში, როცა ფუტკარი დაბინავებულია, მაშინ მოხდება. წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება. შემუშავდა სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეფუტკრეები განათავსებენ სპეციალურ სანიშნეებს, ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ. ფაროსანას საწინააღმდგეო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალურ ინფორმაციას ღონისძიებების დაწყების და განხორციელების ვადებზე.

Facebook

2019-05-10
ზემო ქვალონში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 4.4-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე ბიუჯეტიდან 1 მილიონ 425  ათას ლარამდე დაიხარჯება და სოფლის მოსახლეობას კეთილმოწყობილი გზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

გზის მშენებლობის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ.

სარეაბილიტაციო გზა მთლიანად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მიმდინარე წლის 10 იანვარს, ზემო ქვალონში გამართულ შეხვედრაზე სოფლის მთავარი გზის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ გააცნო.

Facebook

2019-05-10
ხობში, წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს (ვიდეო)

ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარჩინებულიმოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ბეატრისა რუსიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე, ედიშერ ჯობავამ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები და სერტიფიკატები გადასცეს.

2017-2018 სასწავლო წელს, სკოლა წარჩინებით, 34 მოსწავლემ დაასრულა, მათ შორის 16 ოქროს მედალოსანია.

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ ახალგაზრდებს მიულოცა სკოლის წარჩინებით დამთავრება და წარმატებები უსურვა მათ, პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

,,წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” პროგრამას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს.

Facebook

 

2019-05-10
„ევროპის დღეები“

ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, „ევროპის დღეების“ ფარგლებში მოსწავლეთა
ნამუშევრების გამოფენა - „ჩვენი თვალით დანახული ევროპა“ და დისკუსია თემაზე -  „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ გაიმართა.
ახალგაზრდებმა საქართველო-ევროპის ურთიერთობებზე, ევროპულ ღირებულებებზე, ევროპული ინტეგრაციის ისტორიასა და განვითარების ეტაპებზე ისაუბრეს.
ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.

2019-05-09
ხობში, ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას  და ყვავილებით შეამკეს ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში - ,,ხსოვნის  ველზე“  მდებარე სიმბოლური საფლავები.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მუზეუმში ანსამბლ „კოლხეთის“ და ხობის სამუსიკო სკოლის მომღერალთა გუნდის მონაწილეობით კულტურული ღონისძიება გაიმართა.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე კაპიტონ ცხადაიას ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარი, ხოლო შპს „შავი ზღვის ტერმინალისგან“ 100 ლარი ჩაერიცხა. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 600 ლარის, ხოლო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები - 300 ლარის ოდენობით.

Facebook

2019-05-08
მინისტრმა ძველ ხიბულაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და ეკლესიის პროექტს გაეცნენ, რომლის აშენებაც მუზეუმის მიმდებარედ იგეგმება. მინისტრთან ერთად, მემორიალურ სახლში მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს. “ძველ ხიბულაში მიმდინარე პროექტები არის იმის მაგალითი, თუ როგორ თანამშრომლობს ფონდი "ქართუ" და სახელმწიფო. ასევე, იგეგმება ეკლესიის მშენებლობა, რომელიც იქნება კომპლექსი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება პატივი მიაგოს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას", - აღნიშნა მინისტრმა.
Facebook

2019-05-08
სპორტული ფესტივალი - „სპორტი ბარიერების გარეშე“

ქალაქ ხობში, სპორტული ფესტივალი - „სპორტი ბარიერების გარეშე“ გაიმართა, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები გამოვლინდნენ სპორტის შემდეგ სახეობებში:

მაგიდის ჩოგბურთი

I ადგილი - მათე ჭანტურია, საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლა
I ადგილი - მარიამ ტყებუჩავა, საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლა
კალათბურთი
I ადგილი - ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლა (გოგონები)
I ადგილი - ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლა (ვაჟები)

სპრინტში (60 .)

I ადგილი - ლუკა ჯგერენაია, ხობის N2 საჯარო სკოლა 
I ადგილი - მირანდა ვეკუა, ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლა 

ჭადრაკი
I ადგილი - გიორგი შონია, ხობის N1 საჯარო სკოლა 

მინიფეხბურთი
I ადგილი - ხობის N1 საჯარო სკოლა (გოგონები)
I ადგილი - პირველი მაისის საჯარო სკოლა (ვაჟები)

ფრენბურთი

I ადგილი - ძველი ხიბულის საჯარო სკოლა (გოგონები)
I ადგილი - ძველი ხიბულის საჯარო სკოლა (ვაჟები)

გამარჯვებული მოსწავლეები და გუნდები რეგიონულ პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც, 15-16 მაისს, ქალაქ ზუგდიდში გაიმართება.
ფესტივალი „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ინიციატივითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელდა.

Facebook

2019-05-08
გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია
  • ქალაქ ხობში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე გარე განათების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
  • სამუშაოებს შპს „ხობი დასუფთავება და განათება“ ახორციელებს
  • გარე განათების რეაბილიტაციაზე 48 ათასი ლარი დაიხარჯება
  • პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება
2019-05-06
ახალგაზრდული ფორუმი - "გააცანი საქართველო ევროპას"

ქალაქ ზუგდიდში, ევროპის აკადემიური ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდული ფორუმი "გააცანი საქართველო ევროპას" გაიმართა. ფორუმში მონაწილე ახალგაზრდებმა საქართველოს ისტორიაზე, ლიტერატურაზე, კულტურასა და სპორტზე მოხსენებები წაიკითხეს.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია ესწრებოდა. მერმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველო-ევროპის ურთიერთობებზე ისაუბრა.

ახალგაზრდული ფორუმი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანადგომით ჩატარდა.

2019-05-06
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, გვანცა კიკალეიშვილი უძღვებოდა. 

 სხდომაზე საბჭოს წევრებმა ხობის ცენტრალურ პარკში ნარჩენების სეპარირებისთვის სპეციალური კონტეინერების განთავსების და საბავშვო ბაღებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები განიხილეს.
   მრჩეველთა საბჭოს სხდომას მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ზაზა ბუკია და  შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ დირექტორის მოადგილე, გიორგი თათარიშვილი  ესწრებოდნენ.
  საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიმუშავებს და მერს წარუდგენს სამოქალაქო ინიციატივებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს.

Facebook

2019-05-03
ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მშენებლობისთვის აზომვითი სამუშაოები

ხობის  მუნიციპალიტეტის  ძველიხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის მშენებლობის მიზნით, აზომვითი სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ტექნიკური დავალება უკვე მზადაა. უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობის პროექტის მომზადება.

მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და ფონდ „ქართუს“წარმომადგენელი, ვახტანგ ცაგარელი ადგილზე გაეცნენ.

წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში გაკეთდება წყლის ჭაბურღილები და სათავე ნაგებობა, მოეწყობა ახალი ქსელი.

პროექტის განხორციელებით აღმოიფხვრება სოფლის წყალმომარაგების პრობლემა და ადგილობრივებს სასმელი წყლით 24-საათიანი სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.
Facebook

2019-05-03
ტურიზმი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის

ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯიან პალასის“ საკონფერენციო დარბაზში, ტრენინგი თემაზე: "ტურიზმი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის" გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) "რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით განხორციელდა. ტრენინგს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია და მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია ესწრებოდნენ.

Facebook

2019-05-02
ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ➡ აღნიშნული გზა, ადგილობრივი დასახლების პარალელურად ერთმანთთან აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალსა და სენაკი-ჩხოროწყუ-წალენჯიხა-ზუგდიდის გზების ქსელს ❌ არსებული გზა ძლიერ დაზიანებული და ერთ დროს კაპიტალური საფარის მქონე გზა მთლიანად მწყობრიდან იყო გამოსული ⭕ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად მოგვარდება არსებული პრობლემები, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ახალი რკინა-ბეტონის მილები, კიუვეტები და გაბიონის კედლები. ასევე, გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპვილიონის, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნისა და საგზაო ნიშნების მოწყობა ⚪ პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 434 716 ლარია ✅ სამუშაოები 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება

2019-05-01
ხობელი მოკრივის წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელმა და საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრების წევრმა გიორგი ახალაიამ (მწვრთნელი ედიკა თოდუა). ხობელმა მოკრივემ "პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის თასზე" მესამე ადგილი დაიკავა.