www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2018-03-02
შუა ხორგა-ყულევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხობის მუნიციპალიტეტში, მორიგ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტს - შუა ხორგა-ქარიატა-ყულევის დამაკავშირებელი 16 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ დაათვალიერეს. სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ 688 ათასი ლარია და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „NEW ROAD” აწარმოებს. პროექტის ფარგლებში მთლიანად აღდგება გზის სავალი ნაწილი, დაიგება ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი; მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, კიუვეტები, დამონტაჟდება სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები და საგზაო ნიშნები.

2018-03-02
გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კონცერტი
2 მარტს, ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღში გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საბავშვო ბაღის დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე  პედაგოგები, აღსაზრდელები და მშობლები სახალისო ნომრებითა და სიმღერებით წარსდგნენ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გასართობ-შემოქმედებითი ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში გაიმართება.
 
2018-03-02
განცხადება

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართავს შეხვედრებს მოსახლეობასთან და მათ მიაწვდის ინფორმაციას გაწეული სამუშაოს, დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ.

7 მარტი, 14 საათი, ძველი ხიბულის ადმინისტრაციული შენობა

7 მარტი, 16 საათი, ახალი ხიბულის ადმინისტრაციული შენობა