www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2018-03-21
გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს

21 მარტი, ქართული ჟურნალისტიკის დღეა. მედიის როლი თანამედრვე სახელმწიფოს შენების პროცესში განსაკუთრებულია. თავისუფალი მედია ქვეყანაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების უმთავრესი წინაპირობაა. თითოეულ ჟურნალისტს, გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში.

2018-03-21
21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წელს დააწესა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აღინიშნება. საერთაშორისო ღონისძიებების მთავარი მიზანი დაუნის სინდრომთან დაკავშრებით საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვებაა. 21 მარტი ამ დღის აღსანიშნავად შერჩეულ იქნა შემდეგი მიზეზით: 21 არის სიმბოლო 21–ე ქრომოსომის, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე, კი ტრისომიული მოვლენის. -დაუნის სინდრომით იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი. -დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. -დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. -დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. -დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად – დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

2018-03-21
ტრენინგი სოფლის მეურნეობის საკითხებზე

ქალაქ ხობში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენლები ადგილობრივი ფერმერებისთვის ტრენინგს მართავენ. მომხსენებელმა ტრენინგის მონაწილეებს დაფნის გამრავლების წესების, თესვის, ვეგეტაციის, პლანტაციის გაშენებისა და დაავადებებთან ბრძოლის საშუალებების შესახებ თანამედროვე მიდგომები და რეკომენდაციები გააცნო.

ტრენინგის დასრულების შემდეგ „ელკანას“ წარმომადგენლები ადგილობრივ ფერმერებთან ერთად ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში დაფნის სადემონსტრაციო ნაკვეთს დაათვალიერებენ.

ღონისძიება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის“ (AMMAR) პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება.

2018-03-21
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის განხილვა

21 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის განხილვა გაიმართა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს ინვაზიურ მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია გააცნეს და პროგრამის დეტალები განიხილეს.

შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო 50 მილიონ ლარამდე დახარჯავს. გაძლიერდება  მონიტორინგი, დამონტაჟდება 100 ათასზე მეტი ფერომონი და იმუშავებს 120 ერთეული მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი  ტექნიკა) ავტომობილი.

2018-03-21
2018-3-21--21-43_pm