www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2018-03-23
„მწვანე მომავლის“ მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია

23 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მომავლის“ მიერ ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს 2017 წელს ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და პროექტის ასპექტებზე ისაუბრეს. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და აღნიშნა:“მაქვს პატივი მოსახლეობის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათი ხელშეწყობა და ერთობლი პროექტების განხორციელება წარმოადგენს. ასოციაცია „მწვანე მომავლის“ მიერ განხორციელებული პროექტი მრავალმხრივ იყო საინტერესო. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ წყლის გამაცხელებლები მუშაობენ მზის ენერგიაზე, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას და რესურსების დაზოგვას. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და მზად ვართ ვითანამშრომლოთ ასოციაციასთან, რათა ერთობლივად განვახორციელოთ საზოგადოებისათვის საჭირო სხვადასხვა პროექტები“. გარემოსდაცვით სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მომავლმა“ ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მზის ენერგიაზე მომუშავე 12 მოწყობილობა დაამონტაჟა, მათ შორის ოთხი - ხეთის, ქვემო ქვალონის, საჯიჯაოს საბავშვო ბაღებში

2018-03-23
განცხადება

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართავს შეხვედრებს მოსახლეობასთან და მათ მიაწვდის ინფორმაციას გაწეული სამუშაოს, დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ.

28 მარტი, 14 საათი, საჯიჯაო, ადმინისტრაციული შენობა

28 მარტი, 16 საათი, ბია ადმინისტრაციული შენობა

2 აპრილი, 12 საათი, თორსა-დღვაბა, ადმინისტრაციული შენობა

2 აპრილი, 13 საათი, ხამისკური, ადმინისტრაციული შენობა

2 აპრილი, 15 საათი, ხეთა, ადმინისტრაციული შენობა

2 აპრილი, 16 საათი, პირველი მაისი, ადმინისტრაციული შენობა

2 აპრილი, 17-30 საათი, გურიფული, ადმინისტრაციული შენობა