www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2018-03-27
,,გავამწვანოთ ჩვენი ეზო"

27 მარტს, ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში, ღონისძიება - ,,გავამწვანოთ ჩვენი ეზო" გაიმართა. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მცენარეების შესახებ „სასკოლო მზაობის პროგრამით“ გათვალისწინებული აქტივობები წარმოადგინეს. ხოლო ღონისძიების დასასრულს, გაიმართა გამწვანების აქცია -  პედაგოგებმა, აღსაზრდელებმა და მშობლებმა ბაღის ეზოში მარადმწვანე ხეების ნერგები დარგეს.

თემის მიზანია გააცნოს ბავშვებს მცენარეები, მათი განვითარების ციკლი და მნიშვნელობა ადამიანისა და გარემოსათვის. ბავშვები დაფიქრდებიან იმაზე, თუ რა არის ცოცხალი ბუნება. მათ მიეცემათ საშუალება, დააკვირდნენ სხვადასხვა სახეობის მცენარეებს, განსაკუთრებით, ხეებს, მათ ნაყოფსა და თესლებს; გაარკვიონ, როგორ იკვებება მცენარე, რა არის საჭირო მისი განვითარებისთვის.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, განათლების, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.