www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2018-04-02
მოსახლეობასთან შეხვედრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე
2 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე, ედიშერ ჯობავა,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ხამისკურის, თორსა-დღვაბის, ხეთის, პირველი მაისის და გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობასთან შეხვედრები მიზნად ისახავდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის, ინვაზიური მავნებლის განადგურების მექანიკური საშუალებებისა და შესაწამლი პრეპარატების გამოყენების წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
„სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად მცირე იყოს ზარალის მოცულობა და შემცირდეს ფაროსანას გავრცელების არეალი. მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, სრულმასშტაბიან მონიტორინგს და მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს (ქიმიური წამლობა). მავნებელთან ბრძოლის ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია საზოგადოების აქტიურობაზე. ყოველ დასახლებაში უნდა შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც დაეხმარებიან იმ ოჯახებს, რომელთაც საკუთარი ძალებით არ შეუძლიათ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების შეწამვლა“- აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა.
მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო 50 მილიონ ლარამდე დახარჯავს. გაძლიერდება მონიტორინგი, დამონტაჟდება 100 ათასზე მეტი ფერომონი და იმუშავებს 120 ერთეული მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა) ავტომობილი.