www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2018-04-09
9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა
9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო; ხოლო საერო სკოლა „არეას“ მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს.
საზოგადოების წარმოადგენლებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული ნათია ბაშალეიშვილის  ხსოვნას და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, „ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყარო“ ყვავილებით შეამკეს.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია. მშვიდობიანი დემონსტარანტების წინააღმდეგ გამოიყენეს ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები და ტანკები. დაიღუპა 21 ადამიანი, მოიწამლა და დაშავდა აქციის ბევრი მონაწილე.