www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2018-04-11
შეხვედრა „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლებთან

11 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, პროექტის „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის ფორმირება იყო. შეხვედრაზე, “ქალთა საინფორმაციო ცენტრის“, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგია პუნქტობრივად განიხილეს და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ. 2016 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლებიც ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. ცვლილებათა პაკეტი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას გულისხმობს. პროექტს „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.