www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2018-04-17
ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მონადირეებმა მგელი ამოიღეს

მიმდინარე წლის 15 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივმა მონადირემ მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ერთი მგელი მოკლა.

2017 წელს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლისა და ტურის რაოდენობის რეგულირების ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას (მერიას) ბუნებიდან 10 მგლისა და 20 ტურას ამოღების უფლება მიენიჭა.

2018-04-17
სამუშაო შეხვედრა ნატოს დღეების ფარგლებში

17 აპრილს ნატო-ს დღეების ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ ისაუბრეს. 
ღონისძიებას, რომელსაც ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი ტორსტენ დერიკი უძღვებოდა, სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, სხვა მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
ნატო-ს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება, რომელიც 1 მაისამდე გაგრძელდება. მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.