www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2018-04-26
ჩერნობილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა
1986 წლის 26 აპრილს, უკრაინის ტერიტორიაზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ბლოკზე ავარია მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მეოთხე ბლოკი სრულიად განადგურდა; გარემოში დიდი რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერება გამოიტყორცნა. ავარიის შედეგად ათეულობით ათასმა ადამიანმა მიიღო რადიაციული დასხივება. 
ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე 16 მოქალაქეს, პირად ანგარიშზე 100-100 ლარი ჩაერიცხება
2018-04-26
მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გამოკვლევები ჩაუტარდა

26 აპრილს, „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ხობის ჰოსპიტალში, თბილისიდან ჩამოსულმა მედიკოსთა ჯგუფმა, ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარა. მოსახლეობას შესაძლებლობა ქონდა ესარგებლა ექიმთა კონსულტაციით და ჩაეტარებინა ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები. აქცია, საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მსგავსი ტიპის სამედიცინო კვლევები მომავალშიც ჩატარდება.

2018-04-26
მერი ნოჯიხევისა და ზემო ქვალონის მოსახლეობას შეხვდა

26 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ნოჯიხევისა და ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ანგულ მიქავა  ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
„აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ზარალი მოცულობა აუცილებელია მოსახლეობის აქტიურობა. სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ერთი ტრაქტორი და 8 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი იმუშავებს, მათ შორის - ხუთი ავტომობილი აღჭურვილია თერმული ნისლის აგრეგატით, ხოლო სამზე დამონტაჟებულია მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა. ნოჯიხევში გარემონტდა საბავშვო ბაღი,  გაზიფიცირდა სოფელი, მოეწყო ნაპირდამცავი გაბიონი, შეკეთდა ხიდები და ხიდ-ბოგირები; ხოლო ზემო ქვალონში აშენდა წყლის მაგისტრალი, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განახორციელა დასახლების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. შიდა სასოფლო გზის პროექტირებაზე ტენდერი დასრულებულია, გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია და ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავაც აქტიურად გაგრძელდება“ - აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრისას მერმა.
შეხვედრებს სისტემური ხასიათი ექნება. მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდება და უშუალოდ მათგან მოისმენს წინადადებებს დასახლებისათვის აქტუალურ საკითხებზე.