www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2018-05-07
„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“

5-6 მაისს, ახალციხეში, პირველი ყოველწლიური ფორუმი - „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“ გაიმართა. ფორუმში საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მინისტრები, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ. „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველი ყოველწლიური ფორუმის ინიციატორი და მასპინძელი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტია.

2018-05-07
საერთაშორისო პირველობები ნარდში

1-6 მაისს, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუში“, ნარდში საერთაშორისო პირველობა - ივერიის თასის გათამაშება და მედიატურნირი გაიმართა, რომელშიც ათამდე ქვეყნის, 50 წარმომადგენელი მონაწილეობდა. 
სპორტულ შეჯიბრებას ორგანიზებას უწევდა „საქართველოს ნარდის კლუბი“, ნარდის მსოფლიო ფედერაციასა და საქართველოს ნარდის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად. აღნიშნული ღონისძიება სპორტული ნარდის განვითარებასთან ერთად ითვალისწინებს, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, მისი კულტურის, ფოლკლორის დატრადიციების გაცნობას. ტურნირზე
ქართველი ჟურნალისტების მონაწილეობა უზრუნველყო საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვამ". 
ნარდის, როგორც სპორტის ერთ-ერთი სახეობის განვითარება საქართველოში „გოგი ბუკიას სახელობის მემორიალური ტურნირის" გამართვას უკავშირდება.
საინტერესო და დაძაბული პაექრობების შემდეგ გამარჯვებულის ტიტული სომხეთის წარმომადგენელმა, არტურ მურადიანმა მოიპოვა. მედიატურნირში ხობის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ირინე ფილიპია მონაწილეობდა, რომელმაც პირველობის ნახევარფინალურ ეტაპზე იასპარეზა.

2018-05-07
პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საკვიკვინიოს უბანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ  დაათვალიერეს.
პროექტის შესაბამისად:
 2800 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტბეტონის საფარი
აშენდება ხიდბოგირები  და მილ-ხიდები
მოეწყობა რკინაბეტონის სანიაღვრე არხი
დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი
სამუშაოს ღირებულება 1 მილიონ 307 ათასი ლარია
პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პრაიმ ბეტონი“ ახორციელებს.
2017 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საჩოკორაიოს უბანში დაიგო ცემენტბეტონის საფარი; 2018 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის (ხობი-პირველი მაისი) რეაბილიტაცია განახორციელა; ხოლო, მიმდინარე წელს დაგეგმილია სოფლის გაზიფიცირება.