www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2018-05-08
ქალაქ ხობში გზების რეაბილიტაცია სრულდება

ქალაქ ხობში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შიდა გზების კეთილმოწყობა (გზების მოასფალტება და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია) მიმდინარეობს. ფიროსმანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.

26 მაისის, ერეკლე მეორის, დავით აღმაშენებლის (I და II ჩიხები), ვახტანგ გორგასლის (მეორე ჩიხი) ქუჩებზე, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი ჭყონდიდელის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე და ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარის დაგება დასრულდა; ხოლო, იონა მეუნარგიასა და ფიროსმანის ქუჩების რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება.

სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 320 ათასი ლარია. გზების რეაბილიტაციაზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი. 

იხილეთ ფოტო ალბომი ფესიბუქზე

2018-05-08
თორსა-დღვაბაში ხილის ჩირის მწარმოებელი მცირე საწარმო აშენდება

ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია განათლებისა და განვითარების ცენტრის -„თოლისკური“ ხელმძღვანელს, გვანცა კიკალეიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე, თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ხილის ჩირის მწარმოებელი საწარმოს პროექტი და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, „ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ და „საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ პარტნიორობით, ახორციელებენ პროექტს „სოციალური მეწარმეობა  - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის 2016-2018“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოპოვებული გრანტით (8 ათასი ევრო) „თოლისკური“ თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ხილის ჩირის მწარმოებელ მცირე საწარმოს გახსნის.

ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით - საწარმო მთლიანად ადგილობრივ ნედლეულზე იქნება ორიენტირებული და სოფელში მცხოვრებ მოქალაქეებს დაასაქმებს.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. 
პროექტის მიზანია, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობით უზრუნველყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა.

იხილეთ ფოტო ალბომი ფეისბუქზე