www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2018-05-15
კონფერენცია: „გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში“

ქალაქ თბილისში, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ პირველი ეროვნული კონფერენცია: „გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - გამოწვევები და შესაძლებლობები“ მიმდინარეობს, რომელშიც, ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის თანაშემწე, მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში, თამუნა სიჭინავა მონაწილეობენ. ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინირებულ მუშაობას გენდერული თანასწორობის სფეროში და მეორე მხრივ, თვითმმართველობის ორგანოებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას. შეხვედრას ესწრებიან თვითმმართველი ქალაქების და მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეები და მერიებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა; ქალაქ თბილისის მერმა და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, კახა კალაძემ; საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა; პრემიერ-მინისტრის ასისტენტმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორმა, ლორა თორნტონმა. 2016 წელს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტების საკრებულოებს დაევალათ მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნა. ამავე საკანონმდებლო ცვლილებით, მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლის, განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვის და ღონისძიებების კოორდინაციის მიზნით მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს დაევალა, შესაბამის გამგეობაში/მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის განსაზღვრა. კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფუნქციონირებს გენდერული თანასწორობის საბჭო, ხოლო მერიაში განისაზღვრა გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე. კონფერენცია ტარდება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით.