www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2018-05-17
შეხვედრა ნატოს მუდმივმოქმედი მეორე შენაერთის ხელმძღვანელებთან
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ხობის მონასტერში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე შენაერთის კომონდორს, მაიკლ ათლის და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის შემადგნელობაში შემავალი ხომალდების ხელმძღვანელებს უმასპინძლა. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია და ფოთის ვიცე-მერი გიორგი ფარეშიშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ვიზიტის მიზნებზე ისაუბრეს და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
მონასტრის ეზოში სტუმრების საპატივცემლოდ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრთან“ არსებული ქართული ხალხური ცეკვის სტუდიების მოსწავლეებმა ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს.  რის შემდეგაც სტუმრებმა ხობის მონასტრის არქიტექტურული კომპლექსი დაათვალიერეს.

ალბომი იხილეთ ფეისბუქ გვერდზე

2018-05-17
შუა ხორგაში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-48) ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-5 კილომეტრზე, მდინარე ხობზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხიდის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა გაეცნენ.

ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 598 765 ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ახორციელებს.

 ახალი ხიდის სიგრძე 113 მეტრი, ხოლო სიგანე 10 მეტრი იქნება. სამუშაოზე დასაქმებულია 15 მუშახელი.

ხიდი, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში აშენდა; ხოლო, 1993 წელს აფეთქების შედეგად ხიდის გარკვეული ნაწილი დაზიანდა. სარებილიტაციო ობიექტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას.

2018 წელს, ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრზე, მდინარე ყორათზე ახალი ხიდი აშენდა (1 მილიონ 677 ათასი ლარი); ხოლო, ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის მეთერთმეტე კილომეტრზე მდებარე (მდინარე ხობზე) ხიდის რეაბილიტაცია (679 946  ლარი) მიმდინარეობს.

ფოტოები იხილეთ ფეისბუქ გვერდზე

2018-05-17
ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა მიმდინარეობს. ქალაქ ხობში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა შიდა გზების, ჩიხების და ქუჩების მიმდებარე ტერიტორიები. ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბის ელექტრონულ ბაზაში. აზიურის ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, ქიმიური წამლობა დღეს დაგეგმილია საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში (ზენი, საჯიჯაო, გაღმა საჯიჯაო, ზუბი და ჯაპიშაქარი). დღეის მდგომარეობით ქიმიური წამლობა დასრულდა: ძველი ხიბულის, ბიის, საგვიჩიოს, ხეთის და ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში. დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: parosana.ge

2018-05-17
„ღამე მუზეუმში“
19 მაისი, ქალაქი ხობი
 
15 საათი, ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული (მეგრული) ხალხური სიმღერის მუზეუმი.
 
– ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში
 
19 მაისი, ხეთა
 
17 საათი, ხეთის  საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
 
საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი   ფოტოგამოფენა
  ისტორიები საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიის ოფიცრის, ივანე იოსავას შესახებ
ხობის მონასტრის ისტორიიდან ახალი მასალების გაცნობა
 
აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 
 
* * *
 
ახალი მასალების გაცნობა ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის ისტორიიდან.
 
ცნობები 1921 თებერვალში დამშობლოსვითს დაღუპული აქამდე უცნობი გმირის არმიის ოფიცრის ივანე იოსავას შესახებ.
 
ფოტო-გამოფენა პირველი მსოფლიო ომის მონაწილენი ჩვენი მუნიციპალიტეტიდან.
 
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, 19 მაისს, აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.
 
აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.