www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2018-05-19
აქცია „ღამე მუზეუმში“

აქციას „ღამე მუზეუმში“ ხობის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული (მეგრული) ხალხური სიმღერის მუზეუმში, მუზეუმის სპეციალისტმა ნანა ჯალაღონიამ თემაზე - „ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში“ მოხსენება წაიკითხა. ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო. ხოლო, ისტორიკოსმა გოგიტა ჩიტაიამ მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებთან საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიის ოფიცრის, ივანე იოსავას შესახებ ისაუბრა და მათ, ხობის მონასტრის ისტორის შესახებ ახალი მასალები გააცნო. ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და საკრებულოს კულტურის, განათლების და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ. აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.

ფოტო ალბომი იხილეთ ფეისბუქ გვერდზე

2018-05-19
მერი სარაგბო ფესტივალს დაესწრო
19 მაისს, ხობის „კოლხეთის“ სათადარიგო მოედანზე დასავლეთ საქართველოს სარაგბო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც 2005-2006 წლებში დაბადებული ნორჩი მორაგბეებით დაკომპლექტებული ოცდახუთი გუნდი მონაწილეობდა. ფესტივალი, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტი მეცხრედ მასპინძლობს, მიზნად ისახავს რაგბის პოპულარიზაციას, თამაშის წესების სწავლებას და ტექნიკურ-ტაქტიკური ელემენტების დახვეწას. ფესტივალზე გამარჯვებული გუნდი არ ვლინდება. 
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საქართველოს ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით კილასონია და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერმა გოჩა ქაჯაიამ ლელოს ფედერაციის და რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე და მუნიციპალიტეტში ლელოსა და რაგბის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სპორტული ფესტივალი საქართველოს რაგბის კავშირის და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ხორციელდება.