www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2018-05-24
თორსა-დღვაბაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა გაეცნენ. პროექტის შესაბამისად:

▶4750 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი 

▶მოეწყობა რკინა-ბეტონის მილ-ხიდები, ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები

▶ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 1.369.889 ლარია

▶დასაქმებულია 15 მუშახელი 

▶სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სარეაბილიტაციო გზა მთლიანად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას. ეს არის ერთ-ერთი უმოკლესი გზა კურორტ ანაკლიასთან დასაკავშირებლად.

2018-05-24
მუნიციპალური პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის“ თავმჯდომარე ვარაზ გაბედავასთან და კომისიის წევრებთან ერთად, ჭალადიდის და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების მომართვის საფუძველზე ადგილზე გაეცნო მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი სახლების შესაკეთებლად ერთჯერად ფულად დახმარებას ითვალისწინებს. 2018 წელს, აღნიშნული პროგრამით 8 ბენეფიციარმა ისარგებლა.

ფოტო ალბომი იხილეთ ფეისბუქ გვერდზე