www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2018-06-02
საერთაშორისო პროექტი "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების პროგრამა"
ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე საერთაშორისო პროექტმა - "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების პროგრამა" აიღო სტარტი. 
სპორტულ თამაშებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„კულტურათა გადაკვეთის საპროექტო ასოციაცია“ (CCPA) და ევროკავშირი ხობის მუნიციპალიტეტში ერთობლივ პროექტს - "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები (OFFS) -"სკოლა+სპორტი+პოლიცია" ახორციელებენ. სპორტულ ფესტივალში 200 მოზარდი (7-14 წლის) და 15 მწვრთნელი, მათ შორის კონფლიქტის ზონიდან დევნილი ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მონაწილეობენ. სკოლებსა და კლუბებს უსასყიდლოდ გადაეცათ ბურთები, სპორტული ფორმა, ინვენტარი და ბროშურები.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მშვიდობიან თანაარსებობას, თანამშრომლობას და სოციალურ ინტეგრაციას, ბავშვების დაახლოებას და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას "სპორტი ყველასათვის" პრინციპებზე დაყრდნობით.
პროგრამის მხარდამჭერები არიან: ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.