www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2018-06-05
ნუგზარ წურწუმია ევროპის პირველობის ჩემპიონია

სტამბულშიმიმდინარეევროპის 23-წლამდელთა პირველობაზე ბრწყინვალედ იასპარეზა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, ნუგზარ წურწუმიამ. ხობელმა ფალავანმა ფინალურ შეხვედრაში თურქი ერკემოზთურქი 11-8 დაამარცხა და ევროპის პირველობის გამარჯვებული გახდა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ხობელ ფალავანს ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე მოპოვებულ წარმატებას.

2018-06-05
პროექტის გამარჯვებული ხობის N2 საჯარო სკოლა გახდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - გამარჯვებული ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლა გახდა. პრიზიორები საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა შთამომავლებმა - მიშელ რამიშვილმა და ტიერი ბერიშვილმა დაასაჩუქრეს. ეროვნულ არქივთან ერთად, გამარჯვებულთათვის პრიზები დაწესებული ჰქონდათ: იუსტიციის სამინისტრის სსიპ დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“. პროექტის მხარდამჭერი იყო, აგრეთვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. პროექტის მონაწილეებს გადაეცათ 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის ამსახველი პუბლიკაციების, მათ შორის ეროვნული არქივის გამოცემების, ელექტრონული ვერსიები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშის კითხვები. თამაშებს “რა? სად? როდის?” საქართველოს კლუბი უძღვებოდა. სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა.