www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2018-06-06
ადმინისტრაციულ ერთეულებში დამატებითი ერთეული ურნები განთავსდება

ხობის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ნარჩენების შესაგროვებელი 150 ერთეული  ურნა შეიძინა

ურნები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსდება

2017 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ორი ერთეული ნაგავმზიდი მანქანა და 100 ერთეული ურნა შეიძინა

 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გაიზარდა შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ დაფინანსება

 

2018-06-06
ხობში ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. 6 ივნისს, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, თერმული ნისლის გამოყენებით დამუშავდა შიდა სასოფლო გზების, ჩიხების და ქუჩების მიმდებარე ტერიტორიები. ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბის ელექტრონულ ბაზაში. დღეს, აზიურის ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, ქიმიური წამლობა დაგეგმილია საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში. დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: parosana.ge