www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2018-06-07
მერმა თორსა-დღვაბაში მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოები დაათვალიერა

ხობის მუნიციპალიტეტში შპს „საქართველოს მელიორაცია“  მორიგ პროექტს ახორციელებს. თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში (ოქროს საწმისი) ერთ კილომეტრ მანძილზე ამოიწმინდება მდინარე მუნჩიას კალაპოტი და მოეწყობა დამბა. მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ და „საქართველოს მელიორაცია“-ს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

მდინარე მუნჩიას ადიდების შედეგად იტბორებოდა ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ზიანდებოდა.

პარალელურად, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში შპს „საქართველოს მელიორაცია“ დამშრობი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის მიხედვით მოეწყობა 21 მილ-ხიდი და 140 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაიწმინდება არხები.

ფოტო ალბომი იხილეთ ფეისბუქ გვერდზე