www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2018-06-13
სკოლამდელ დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო
 
1. აღსაზრდელთა რეგისტრაცია შესაძლებელია:
• ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების “ სტრუქტურულ ერთეულებში / 25-ვე საბავშვო ბაღში/.
• სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებაში (ხობი. ცოტნე დადიანის ქ.#204), 
2. რეგისტრაციისათვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
• ნოტარიულად დამოწმებული ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი-2 ეგზემპლარი;
• ჯანმრთელობის ცნობა/ჩატარებული აცრების მითითებით/
• ფოტოსურათი -2 ცალი (3X4)
• მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
3. რეგისტრაცია შესაბამისი ასაკის მიხედვით 
• 2-3 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში (ბაგის ჯგუფი) რეგისტრაციას გადის ყველა ის აღსაზრდელი, რომელსაც სასწავლო -სააღმზრდელო წლის დასაწყისში (17 სექტემბერს) უსრულდება 2 (ორი) წელი.
• 2-3 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში აღსაზრდელები რეგისტრირდებიან შემდეგ საბავშვო ბაგა-ბაღებში:
ქალაქ ხობის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი;
ქალაქ ხობის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი;
პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღი;
საჯიჯაოს საბავშვო ბაგა-ბაღი;
ხეთის საბავშვო ბაგა-ბაღი;
• 3-4 წლიანთა; 4-5 წლიანთა ; 5-6 წლიანთა (სასკოლო მზაობის); შერეულ ასაკობრივ (3-დან 6 წლამდე) ჯგუფებში რეგისტრირდებიან ის აღსაზრდელები, რომელთაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (17 სექტემბერს) უსრულდებათ შესაბამისი ასაკი. 
4. აღსაზრდელთა ჩარიცხვა:
• რეგისტრაციის განაცხადის დაფიქსირების შემდეგ, განაცხადი გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორს.
• გაერთიანების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხორციელდება აღსაზრდელთა ჩარიცხვა შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში.
• საბავშვო ბაღებში ჩარიცხვის პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ შემდეგი კატეგორიის აღსაზრდელებს:
სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს;
სპეციალური საგანმათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს;
იმ ოჯახის ბავშვებს, რომელთა და-ძმა ჩარიცხულია იმავე ბაღში;
5. ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესი განხორციელდება მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 20 ივლისამდე.
6. აღსაზრდელთა ჩარიცხვა განხორციელდება მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე.
7. ჩარიცხულ აღსაზრდელთა სია 10 აგვისტომდე გამოიკვრება შესაბამის სკოლამდელ დაწესებულებაში.
8. 2018-2019 სასწავლო-სააღმზრდელო წელი საბავშვო ბაღებში 17 სექტემბერს დაიწყება.
2018-06-13
13 ივნისის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიას ორი ხობელი ახალგაზრდა - ინდირა და ლიზი ზარანდიები ემსხვერპლა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ პატივი მიაგეს ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს. ხოლო, თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.

ფოტო ალბომი ხილეთ ფეისბუქ გვერდზე