www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2018-06-14
ტრენინგი თემაზე -_-_„ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა“

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ პროექტის ფარგლებში თემაზე  -„ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა“ ტრენინგი მიმდინარეობს.

2016 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლებიც ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. ცვლილებათა პაკეტი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას გულისხმობს.

ტრენინგს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს წევრები და მერიის მოხელეები ესწრებიან.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე. „ქალთა  საინფორმაციო ცენტრის“  წარმომადგენლები  საჭიროების შემთხვევაში ხელს უწყობენ მუნიციპალიტეტებს და ეხმარებიან გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმასა და გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. 

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.

ფოტო ალბომი იხილეთ ფეისბუქ გვერდზე