www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2018-06-21
შეხვედრა ფონდ „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებთან

ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია ფონდ „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ და „რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისათვის–ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 2017 წელს, აღნიშნული პროგრამით ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ექვსმა მოქალაქემ ისარგებლა და 18356 ლარის დაფინანსება მიიღო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ფონდ „აფხაზინტერკონტმა“ დაიწყო პროექტის განხორციელება: „რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისათვის–ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“. პროექტი ითვალისწინებს მიგრანტებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას: -სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება; ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია -სოციალური პროექტების დაფინანსება შემოსავლების წყაროების გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით -სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ პირებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, შეტანილი ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და მათი სამშობლოში დაბრუნებიდან არ არის გასული ერთი წელი. პროგრამის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://aic.org.ge/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%

2018-06-21
ნოდარ შენგელიას სახელობის პირველობა მინიფეხბურთში

ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო ნოდარ შენგელიას სახელობის პირველობამ მინიფეხბურთში. ტურნირში ხობის, მარტვილის, ფოთის და ზუგდიდის საფეხბურთო სკოლების 2006-2007 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობს.

საფეხბურთო პირველობის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ნოდარ შენგელიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

სპორტული შეჯიბრების ფინალური შეხვედრები 23 ივნისს,  ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

2018-06-21
ხობში სანოტარო ბიურო ამოქმედდა

ხობში სანოტარო ბიურო ამოქმედდა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სანოტარო სერვისები ისევ ხელმისაწვდომია. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ნოტარიუსი ვლადიმერ თულაძე ემსახურება.

2014 წელს დაწყებული ნოტარიატის რეფორმის შედეგად, მაღალმთიან დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, ნოტარიუსები სამი წლის ვადით, სავალდებულო წესით, ინიშნებიან. დღეს უკვე სანოტარო ბიურო საქართველოს თითქმის ყველა დასახლებასა და მუნიციპალიტეტში მოქმედებს.

ხობის სანოტარო ბიურო: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა N188, ტელეფონი 595 737029. https://www.notary.ge/geo-3718-sanotaro-biuroebi-filter&region_id=2899&place_id=8&full_name=