www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2018-06-30
დეპუტატი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ თორსა-დღვაბის და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივებთან შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამით განხორციელებულ ღონისძიებებზე, დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. პირველი მაისის საკვიკვინიოს უბანში

▶2800 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტბეტონის საფარი
▶აშენდება ხიდბოგირები და მილ-ხიდები
▶მოეწყობა რკინაბეტონის სანიაღვრე არხი
▶სამუშაოს ღირებულება 1 მილიონ 307 ათასი ლარია თორსა-დღვაბაში
▶4750 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი
▶მოეწყობა რკინა-ბეტონის მილ-ხიდები, ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები
▶სამუშაოს ღირებულება 1.369.889 ლარს შეადგენს ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.

იხილეთ ფოტო ალბომი ფეისბუქ გვერდზე