www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2018-07-04
განცხადება

2018 წლის 13 ივლისს, 14 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში სკოპინგის ანგარიშის (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს) საჯარო განხილვა გაიმართება. ნავთობის და გაზის რესურსების V სალიცენზიო ბლოკზე, (ტერიტორიულად მოიცავს წალენჯიხის, მესტიის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ცაგერის, ხონის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, აბაშის, სამტრედიის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ლენტეხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს და ქ. ფოთს) შპს „ვესტ გალფ პეტროლიუმ ინჯინიირინგ კომპანი“ სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მინიმალური სამუშაო პროგრამის (პირველ ეტაპზე ნავთობის და გაზის ოპერაციები იგეგმება ხობისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე) შესრულებამდე ვალდებულია მოამზადოს V სალიცენზიო ბლოკის ტერიტორიის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში“(გზშ), რომელიც შეიცავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად გარემოზე პოტენციური ზემოქმედების ანალიზს. საზოგადოებას უფლება აქვს სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით (წერილობით; საჯარო განხილვის დროს; ელექტრონული საშუალებით, თუ ის იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების საშუალებას). საჯარო განხილვა ღიაა და საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მასში. ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა N189; ხობის მუნიციპალიტეტის მერია, მე-3 სართული. ტელეფონი: 599 85 60 98. სკოპინგის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://drive.google.com/drive/folders/1YseJ0pCO6CCzN58BLi3pcA35E2exO7uy