www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2018-07-12
საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს. პროექტის შესაბამისად:

▶ 3770 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი
▶ მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, მილხიდები და რკინის ცხაურები
▶ სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 86 ათასი ლარია
▶ მუშაობს 3 ერთეული მძიმე ტექნიკა
▶ დასაქმებულია 15 მუშახელი
▶ პროექტს შპს „ბორი 85“ ახორციელებს

FACEBOOK

2018-07-12
განცხადება სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვასთან დაკავშირებით

20 ივლისს, 14 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართება სკოპინგის ანგარიშის (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს) საჯარო განხილვა. შპს ,,პრაიმ ბეტონი'' ქალაქ ხობის ტერიტორიაზე გეგმავს სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობას და ექსპლუატაციას.

 დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს 2018 წლის 25 ივლისისა, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ-გელოვანის გამზირი  N6; ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

სკოპინგის ანგარიში და განცხადება იხილეთ შემდეგ ბმულებზე: