www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2018-07-28
გურიფულში კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღე აღნიშნეს

28 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეთა კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღესასწაული წლებია განსაკუთრებულად აღინიშნება გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც, წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესია შენდება.

მოწამეთა ხსენების დღეს ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა კირიონ დარასელიამ პარაკლისი გადაიხადა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. 

დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს  პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

დეპუტატმა და თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივ მოსახლეობას წმინდა მოწამეთა ხსენების დღე მიულოცეს.

FACEBOOK