www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2018-07-31
ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართება სკოპინგის ანგარიში

2 აგვისტოს, 17 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართება სკოპინგის ანგარიშის (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს) საჯარო განხილვა.
ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ 35 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას და ექსპლუატაციას გეგმავს. პროექტის მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ელექტროენერგიით მომარაგება.
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს 2018 წლის 3 აგვისტომდე, მისამართზე: ქალაქი თბილისი, მარშალ-გელოვანის გამზირი N6; ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
სკოპინგის ანგარიში იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
https://drive.google.com/file/d/1MURQNYJ-6kv21Rn6FidtCGO8r9o_DAgF/view