www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2018-09-14
ძველ ხიბულაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი ხიბულა-ზუბის საავტომობილო გზის (ნარაზენი - ძველი ხიბულის მონაკვეთი) რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 
ნარაზენი - ძველი ხიბულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 4 მილიონ 657 ათასი ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ახორციელებს.
სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 9 კილომეტრია
მოეწყობა ტროტუარი და ეზოში შესასვლელები
აშენდება ავტოპავილიონები და ავტობუსის გასაჩერებლები
განთავსდება საგზაო ნიშნები და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები.