www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2018-09-18
რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობა მინიფეხბურთში

18 სექტემბერს, ქალაქ ხობში, სტარტი აიღო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მინიფეხბურთში. შეჯიბრებაში საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მერიის, საკრებულოს, პოლიციის, „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“, სახანძრო-სამაშველო სამსახურის და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ გუნდები მონაწილეობენ. გახსნით მატჩს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსი დავით პაპავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფინალური შეხვედრები 24 სექტემბერს, ახალ ხიბულაში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.

FACEBOOK