www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2018-09-20
ხეთაში კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
▶ შეიცვალა წყალმომარაგების, ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები
▶ კეთილმოეწყო შენობის ინტერიერი, ექსტერიერი და ეზო
▶ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამონტაჟდა პანდუსი
▶დამონტაჟდა კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები
▶ ბაღი 150 აღსაზრდელზეა გათვლილი
▶ სამუშაოს ღირებულებამ 425 000 ლარი შეადგინა
▶ პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა 

▶ ბაღი აღჭურვილია მზის ენერგიაზე მომუშავე კოლექტორებით, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციამ („მწვანე მომავალი“) დაამონტაჟა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. ხეთის საბავშვო ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 21 სექტემბერს დაიწყება.

FACEBOOK