www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2018-09-22
შუა ხორგაში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-5 კილომეტრზე, ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხიდის მშენებლობის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა გაეცნენ. ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 598 765 ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ახორციელებს. ახალი ხიდის სიგრძე 113 მეტრი, ხოლო სიგანე 8 მეტრი იქნება. სამუშაოზე დასაქმებულია 18 მუშახელი. ხიდი, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში აშენდა, რომლის გარკვეული ნაწილი 1993 წელს აფეთქების შედეგად დაზიანდა. ობიექტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას.

FACEBOOK