www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2018-10-16
ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული კოლეგიური ორგანოს - პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც ხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მახარე ჩოკორაია უძღვებოდა. კომისიის წევრებმა წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოწმეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დაადგინეს: დაინტერესებული პირის 1993 წლის 31 მარტის თვის ხობის რაიონში ყოფნის/ცხოვრების ფაქტი. 
პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) დამდგენი კომისია გასცემს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირის ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის დამადასტურებელ ცნობას, რომლის საფუძველზე ცპირს შეიძლება დაუდგინდეს საქართველოს მოქალაქეობა.
 
2018-10-16
დები ზარანდიების ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად ხობში ხეები დარგეს

13 ივნისს, ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპული დების -ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ, მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, მერის მოადგილემ, მახარე ჩოკორაიამ საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლურად, მარად მწვანე ხეები დარგეს.

facebook

2018-10-16
ხობელი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

თურქეთში მიმდინარე მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა ხობელმა სპორტსმენმა გულად (დიტო) ბუკიამ (მწვრთლნელი კობა თუთბერიძე) რომელმაც პირველობა დაუმარცხებლად განვლო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მას ამ დიდ წარმატებას.