www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2018-11-21
ხობის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

 ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. დ. ჭოჭუას განმარტებით: შემოსულობები განისაზღვრა 8461.3 ათასი ლარით. აქედან: გადასახადები 7750,0 ათასი ლარი; 210,0 ათასი ლარი - მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად; სხვა შემოსავლები 411.3 ათასი ლარი; ხოლო არაფინანსური აქტივების კლება 90 ათასი ლარი.

 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტს - სოციალური სფერო და სკოლამდელი განათლება წარმოადგენს.

 ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს წევრები, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

Facebook