www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2018-12-10
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის განხილვის შესახებ

გაცნობებთ, რომ ნავთობის და გაზის რესურსების V სალიცენზიო ბლოკზე, (ტერიტორიულად მოიცავს წალენჯიხის, მესტიის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ცაგერის, ხონის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, აბაშის, სამტრედიის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ლენტეხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს და ქ. ფოთს) შპს „ვესტ გალფ პეტროლიუმ საინჟინრო კომპანია“ სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მინიმალური სამუშაო პროგრამის (პირველ ეტაპზე ნავთობის და გაზის ოპერაციები იგეგმება ხობისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე) შესრულებამდე ვალდებულია მოამზადოს V სალიცენზიო ბლოკის მომცველი ტერიტორიის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში“(გზშ), რომელიც შეიცავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად გარემოზე პოტენციური ზემოქმედების ანალიზს.
V სალიცენზიო ბლოკის მომცველი ტერიტორიის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში“-ს ს ა ჯ ა რ ო გ ა ნ ხ ი ლ ვ ა გაიმართება 2018 წლის 14 დეკემბერს, 14 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გზშ-ის ანგარიში ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის. დოკუმენტის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე (ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო/State Agency of Oil and Gas), ხობის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.khobi.ge), ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოში (ქ.ბთბილისი, სანაპიროს ქ.№2) და ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში (ცოტნე დადიანის ქ.№189) ხელმისაწვდომია გზშ-ის ანგარიშის ნაბეჭდი ეგზემპლარი.
  საჯარო განხილვა ღიაა და საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მასში.

2018-12-10
ნოჯიხევში, ოჯახში ძალადობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

გენდერული თანასწორობის საკითხებში პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა თამუნა სიჭინავამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებზე,  ძალადობის ფენომენზე და მის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაზე ისაუბრა. შეხვედრაზე, ოჯახში ძალადობის თემაზე შექმნილი ვიდეორგოლის  ჩვენება გაიმართა; ხოლო მონაწილეებს საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები დაურიგდათ.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსი დავით პაპავა, ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ლევან ლიპარტია და განათლების და განვითარების ცენტრის -„თოლისკური-ს“ ხელმძღვანელი გვანცა კიკალეიშვილიესწრებოდნენ.

აღნიშნული შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

Facebook