www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2018-12-14
მერიაში მუნიციპალური პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში „სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის“ მუნიციპალური პროგრამების პროექტების (2019 წლის) პრეზენტაცია გაიმართა.

შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ პროგრამების მიზანზე, მოსარგებლე პირთა წრეზე, გასაცემლების ოდენობაზე და რეგულირების სფეროზე ისაუბრა.

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ბიუჯეტი 39240 ლარს, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის  გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის პროგრამის  ბიუჯეტი 464900  ლარს შეადგენს. პროგრამები ადგილობრივი  ბიუჯეტიდან  ფინანსდება.

პრეზენტაციას საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამედიცინო სფეროს და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

facebook