www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

2019-02-01
ხობის მერიაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე" იმსჯელეს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები განიხილეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება გაორმაგდა და ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 784 ათასი ლარი გამოიყოფა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტების შერჩევა დასახლების კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად მოხდება. მოქალაქეები აქტიურად ჩაებმებიან საკუთარი სოფლის განვითარების საქმეში და აღნიშნული პროგრამის დახმარებით სოფელში არსებული არაერთი პრობლემა მოგვარდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები და სხვა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება 8 თებერვალს დაიწყება.

Facebook

2019-02-01
ხობში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა

1 თებერვალს, თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - “ჩემი საყვარელი წიგნი" გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ქართველი და უცხოელი მწერლების წიგნებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს, მხატვრულ ლიტერატურაზე და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და „კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ თანამშრომლები ესწრებოდნენ. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტში მეოთხედ ჩატარდა. კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.