www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2019-04-01
მერაბ კიტიას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში

ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე, მერაბ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა მინიფეხბურთში. ტურნირის დაწყებამდე, მონაწილეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მერაბ კიტიას ხსოვნას. შეჯიბრში ქ. ხობის N1, ხობის N2, პირველი მაისის და ნოჯიხევის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. პირველობის გამარჯვებული და მერაბ კიტიას სახელობის თასის მფლობელი ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. მერაბ კიტია წლების მანძილზე მუშაობდა „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ ცენტრში“ და ხობის N1 საჯარო სკოლაში.

Facebook

2019-04-01
ძველი ხიბულის სკოლა რეგიონული პირველობის გამარჯვებულია

სამეგრელო-ზემო სვანეთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშები მიმდინარეობს. ფრენბურთში რეგიონული პირველობის გამარჯვებული ძველი ხიბულის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი გახდა. რეგიონული ეტაპის გამარჯვებული სკოლები პირველობისთვის ასპარეზობას ზონალურ ეტაპზე გააგრძელებენ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. მისი მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოზარდების ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში. შეჯიბრებები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

Facebook