www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2019-04-03
„ხობის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

3 აპრილს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ინტელექტ-ჩემპიონატი „ხობის ეტალონი მოსწავლე“ ჩატარდა, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის 27 სკოლის 76 მოსწავლე მონაწილეობდა. 2018-2019 სასწავლო წლის „ხობის ეტალონი მოსწავლე“, პირველი მაისის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ანი ბერაია გახდა (85 ქულა), მეორე ადგილი ქვემო ქვალონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ გურამ შონიამ (80 ქულა); ხოლო, მესამე ადგილი ხამისკურის საჯარო სკოლის მოსწავლემ მეგი ქირიამ (80 ქულა) დაიკავეს. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბეატრის რუსია, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ. ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ანი ბერაიას ინტელექტუალურ კონკურსში გამარჯვებას და უსურვებს „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებას.