www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2019-04-06
სამინისტრო და ფონდი „ქართუ“ ხობში პროექტებს განახორციელებენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, სამეგრელოს ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ხობის მერი გოჩა ქაჯაია ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. 

ილია ბეგიაშვილისა და ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, სამინისტრო და ფონდი ერთობლივად სწავლობენ იმ პრიორიტეტულ საჭიროებებს, რაც ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს გააუმჯობესებს და პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ეტაპობრივად განახორციელებენ. 

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი რამდენიმე პროექტს უკვე ახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტში. ამ პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ლარია და რამდენიმე თვეში დასრულდება. ასევე, გავეცანით სოფელ ძველ ხიბულაში არსებულ ვითარებას და იმ საჭიროებებს, რაც არსებობს წყალმომარაგების, გარე განათების, საბავშვო ბაღის მიმართულებით. გადაწყვეტილია, რომ ფონდ „ქართუსთან“ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მოკლე პერიოდში, გავაკეთებთ შესაბამის პროექტებს, რომელიც ამ პრობლემებს მოაგვარებს,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ. 

ილია ბეგიაშვილი და ნიკოლოზ ჩხეტიანი სოფელ  ძველ ხიბულაში იმ სახლში იმყოფებოდნენ, სადაც პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. ფონდი „ქართუ“ იქ ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის მოწყობას გეგმავს. ფონდის დაფინანსებით სოფელ ძველ ხიბულაში აშენდება საბავშვო ბაღიც, ეკლესია და მოეწყობა სკვერი. 

Facebook