www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2019-04-12
ხობის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების ახალი ეტაპი იწყება
„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობისათვის 2019-2021 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულების მიხედვით ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება.
 
             2019
-         ძველი ხიბულა - საპროექტო-სამშენებლო
-         ბულიწყუ - მშენებლობა
-         საქირიო - საპროექტო-სამშენებლო
-         ხამისკური - საპროექტო-სამშენებლო
-         საკუკავო - საპროექტო-სამშენებლო
-         ჭიხუ - პროექტირება
-         სახოჭოლავო - პროექტირება
2020
-         ჭიხუ - მშენებლობა
-         სახოჭოლავო - მშენებლობა
-         ბია-საშონიო - პროექტირება
-         ზემო ბია - პროექტირება
-         ზენი - პროექტირება
-         ზუბი - პროექტირება
-         ჯაპიშაქარი - პროექტირება
-         გაღმა საჯიჯაო - პროექტირება
-         ახალი ხიბულა - პროექტირება
-         გაშფერდი - პროექტირება
-         2021
-         ბია-საშონიო - მშენებლობა
-         ზემო ბია - მშენებლობა
-         ზენი - მშენებლობა
-         ზუბი - მშენებლობა
-         ჯაპიშაქარი - მშენებლობა
-         გაღმა საჯიჯაო - მშენებლობა
-         ახალი ხიბულა - მშენებლობა
-         გაშფერდი - მშენებლობა
-         საგვიჩიო - წინასაპროექტო კვლევა
-         ჭალადიდი - წინასაპროექტო კვლევა
 
ხობის მუნიციპალიტეტში დღეისათვის გაზიფიცირებულია ქალაქი ხობი, ნოჯიხევის და ხეთის ადმინისტრაციული ერთეულები.
2019-04-12
ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში

12 აპრილს, ქალაქ ხობში, ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩები გაიმართა. შეჯიბრებაში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 8 გუნდი მონაწილეობდა. პირველობის გამარჯვებული ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ჭალადიდის სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი შუა ხორგის საჯარო სკოლის ნორჩმა ფეხბურთელებმა დაიკავეს. სპორტულ ღონისძიებას ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

Facebook

2019-04-12
კომისია ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის მდგომარეობას გაეცნო

ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე შოლინა კანკია და კომისიის წევრები თორსის, ხეთის, პირველი მაისის და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, ადგილზე გაეცნენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს. ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს. აღნიშნული პროგრამის შესაბამისად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სახლები საჭიროებს გადახურვას ან სახურავის შეკეთებას, მერია სამშენებლო მასალებით დაეხმარება.

Facebook