www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2019-04-15
ადგილობრივ მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია გააცნეს

ქალაქ ხობში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, სიმინდის მასივების მფლობელ ფერმერებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის დეტალებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა. შეხვედრას სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან თოლორდავა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ოთხ ძირითადი მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია - მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა; მონიტორინგი - გულისხმობს აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენას, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრას; აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებები-მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა; სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები - მიზნად ისახავს, საქართველოს პირობებში, აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლას, ბიოლოგიური მტრების გამოვლენას, მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანიობის დადგენას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო განახორციელებს მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებსა და კერძო საკუთრებაში არსებულ ერთწლიანი კულტურების დიდ მასივებში მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით თხილის კულტურაში, სახელმწიფომ, ტექნიკური საშუალებების გადასცა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას; სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს რეკომენდაციებს პრეპარატების, მათ შორის ბიოლოგიური და მექანიკური საშუალებების გამოყენების შესახებ; მავნებელთან ბრძოლისას მაქსიმალური ეფექტის მისაღებად უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის მონაწილეობა. ღონისძიებების განხორციელების პროცესს კოორდინაციას უწევს სპეციალური სამთავრობო კომისია. 2019 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 45 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოში, აზიური ფაროსანას ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა, მავნებლის იდენტიფიკაციას და ზუსტი არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი და მიტოვებული შენობები ვიზუალურად დაათვალიერეს და აღწერეს. პირველი ეტაპის მონიტორინგის შედეგების გათვალისიწინებით, დასავლეთ საქართველოს იმ სოფლებში სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდება.