www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2019-04-17
კომისია ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის მდგომარეობას გაეცნო

პატარა ფოთის, ჭალადიდის და პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე შოლინა კანკია და კომისიის წევრები ადგილზე გაეცნენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს. ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს. აღნიშნული პროგრამის შესაბამისად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სახლები საჭიროებს გადახურვას ან სახურავის შეკეთებას, მერია სამშენებლო მასალებით დაეხმარება.