www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2019-04-24
ქალაქ ხობში სასტუმრო „დივანი“ გაიხსნა

ქალაქ ხობში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სასტუმრო „დივანი“ გაიხსნა. სასტუმროში 6 ადამიანია დასაქმებული, ხოლო კომპლექსში 30 ადგილობრივის დასაქმება იგეგმება.

სასტუმროს გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია,  შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსი დავით პაპავა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასტუმროს ადმინისტრაცია სტუმრებისთვის რეგიონის ღირსშესანიშნაობების გასაცნობად ტურისტული ტურების მოწყობას და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მათ გადამზადებას გეგმავს.

სასტუმროს მშენებლობა კერძო სექტორის დაფინანსებით განხორციელდა და პროექტში ჩადებული ინვესტიციის მოცულობამ 800 ათასილარიშეადგინა.
Facebook

2019-04-24
შავღელეში სკოლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს (ვიდეო)

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი, საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 79700 ლარს შეადგენს. შავღელეს სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის 530 ათასი ლარი გამოეყო.

Facebook

 

2019-04-24
შავღელეში გზის მოასფალტება მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 504 ათას ლარს შეადგენს. გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. 
✔ 7-კილომეტრზე დაიგება ასფალტის საფარი
✔ მოეწყობა ეზოებში შესასვლელები
✔ საგზაო ნიშნები
✔ სანიაღვრე არხები
✔ მოსაცდელები გზა, რომელიც სოფელს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს, წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.
Facebook