www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2019-07-04
ბიაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 32307 ლარს შეადგენს.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა გაეცნენ.
გასულ წელს ბიის ბაღის სახურავის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 76 ათას ლარამდე დაიხარჯა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 2019 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში 784 ათასი ლარის ღირებულების 60 პროექტი განხორციელდება.
2019-07-04
მერმა წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსებულ პროექტებზე, პროგრამის „დანერგე მომავალი“ - კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტში შესულ ცვლილებებზე, ადმინისტრაციული ერთეულების პოტენციალის შეფასების და განვითარების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
 
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია ესწრებოდნენ.
FACEBOOK