www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2019-10-02
„ევროპის სპორტის კვირეული“ დასრულდა

2 ოქტომბერს, ქალაქ ხობში, „ევროპის სპორტის კვირეულის“ (European Week of Sport) დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. “ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით. “ევროპის სპორტის კვირეული“ იმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეჯიბრებები გაიმართა სპორტის ხუთ სახეობაში (მკლავჭიდი, ქართული ჭიდაობა, ნარდი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი). გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. კვირეული ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.

Facebook

2019-10-02
თორსაში ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის საძირკველი იკურთხა

ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა. ტაძრის საძირკვლის კურთხევას ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები, ადგილობრივი მოსახლეობა, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდა. ეკლესიის მშენებლობის ინიციატორი თორსა-დღვაბის მკვიდრი მიხეილ ღურწკაიაა. ტაძარი ორნავიანი ბაზილიკა იქნება და ის შემოწირულობით აშენდება.

facebook

2019-10-02
„ცოცხალი წიგნები“ ხობში

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ,,პოეზიის მეგობართა კლუბის’’ ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის - „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართა. ლიტერატურულ საღამოზე ელა გოჩიაშვილმა, კატო ჯავახიშვილმა, ირმა ბერიძემ, დავით რობაქიძემ, ცოტნე ცხვედიანმა, გიორგი შონიამ და ლელა ცუცქირიძემ დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცნეს. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ. პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში იმართება პოეზიის საღამოები, თანამედროვე ავტორთა წიგნების პრეზენტაცია და დისკუსიები მკითხველთათვის საინტერესო თემებზე.
Facebook

2019-10-02
ხეთაში ნატანი მასისგან ღელე ბაკვაღალუ იწმინდება

✔ ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შლამისა და ნატანი მასისგან ღელე ბაკვაღალუ იწმინდება.
✔ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 64 443 32 ლარია, შპს ,,ზანაძგა“ ახორციელებს.
✔სამუშაოზე დასაქმებულია 4 ადგილობრივი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება.
✔პროექტები ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება.
✔ ხეთაში მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
Facebook