www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2019-10-04
მურმან ჯინორიას პოეზიის საღამო ხობში

ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პოეზიის საღამო გაიმართა. რუსთაველის თეატრის მსახიობმა მურმან ჯინორიამ ქართველი კლასიკოსი მწერლების გენიალური ლექსები წაიკითხა. ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. მერმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. პოეზიის საღამო ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
facebook

2019-10-04
ხობში მცხოვრებ 5 მოქალაქეს მოტობლოკები გადაეცა

ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ (AIC) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროექტი: „რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისათვის – ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“ განახორციელა. აღნიშნული პროექტის მეშვეობით ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 5 ბენეფიციარს მოტობლოკები უსასყიდლოდ გადაეცა. პროექტის ბენეფიციარებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი გიორგი ქვარაია და ფონდის წარმომადგენლები შეხვდნენ. „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია ემიგრაციაში არალეგალურად მყოფი სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის წარმატებით უზრუნველსაყოფად, ისეთი სერვისების შექმნა და განვითარება, რომლებიც აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებს დაეხმარება საზოგადოებაში ხელახალი ინტეგრაციის პროცესში მათ წინაშე წარმოშობილი სირთულეების დაძლევაში, რაც დაკავშირებულია როგორც ჯანმრთელობასთან და სამშობლოში იძულებით დაბრუნებისგან გამოწვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან, ისე დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობებთან თუ შემოსავლის წყაროს არარსებობასთან. 2017-2018 წლებში, აღნიშნული პროგრამით ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 10 მოქალაქემ ისარგებლა და მათ უსასყიდლოდ მოტობლოკები გადაეცათ.
facebook

2019-10-04
ქარიატა-შუა ხორგის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით შუა ხორგა-გამოღმა შუა ხორგა-ქარიატის დამაკავშირებელი 7-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის შესაბამისად: ✔მოეწყობა წყალამრიდი მილები და ეზოებში შესასვლელები ✔აშენდება ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები ✔დამონტაჟდება საგზაო ნიშნები ✔დაიგება არმირებული ცემენტბეტონის საფარი ✔შესრულებულია სამუშაოების 55 %. ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლუდუკი ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 3 მილიონ 570 ათას ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „პრაიმ ბეტონი“ აწარმოებს.

Facebook