www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2018-01-04
მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა
4 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ბუკია ესწრებოდნენ.
    მერმა  ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა - „პირველ რიგში გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას. 2017 წელი, წარმატებული წელი იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის - განხორციელდა არაერთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი და მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები მოგვარდა. არანაკლებ აქტიური და დატვირთული 2018 წელი გველის წინ.
ჩვენ გვაქვს ბიუჯეტის 100 პროცენტიანი შესრულება, რაც დიდი შრომისა და კოორდინირებული საქმიანობის შედეგია. წინა წლების მსგავსად ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად გაგრძელდება სამშენებლო სამუშაოები. 
  განსაკუთრებით მინდა შევეხო ანაკლიის პორტის საკითხს - რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია, რომლის მშენებლობაზეც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე“ - აღნიშნა მერმა.
შეხვედრის დასასრულს მერმა წარმომადგენლებისგან დასახლებებში არსებული საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
 
2018-01-04
2018-1-4--01-07_pm