www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2018-10-08
ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ლელობურთში

8 ოქტომბერს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე ლელობურთში მუნიციპალიტეტის პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ქალაქ ხობის გუნდი გახდა, მეორე ადგილი თორსა-დღვაბელებმა დაიკავეს, ხოლო მესამე ადგილზე საჯიჯაოელები გავიდნენ.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  სპორტული შეჯიბრება, რომელიც ლელობურთის ტრადიციის აღდგენას და პოპულარიზაციას ემსახურება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და (ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.

facebook